დინამო-მარსელი უმაყურებლოდ ჩაივლის

0
12

კორონოვირუსი ქართულ სპორტსაც გადმოწვდა. ხვალ, 18:30-ზე თბილისის საწყლოსნო კომპლექს ოლიმპიკში ჩემპიონთა ლიგის მეათე ტურის შეხვედრაში თბილისის დინამო ფრანგულ მარსელს შეხვდება. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია ავრცელებს.

გადაწყვეტილება ეყრდნობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას.

 

ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ