ევროპა ლიგა – 5 გუნდი ფლეიოფში და გენტის პრინციპული გამარჯვება

0
9

ევროპა ლიგაზე მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა და რამდენიმე მათგანმა ფლეიოფის საგზური ოფიციალურად გაინაღდა. 1/16 ფინალში ასპარეზობის უფლება სევილიამ, სელტიკმა, ბაზელმა, მანჩესტერმა და ესპანიოლმა მოიპოვა.

ორი კვირის შუალედში სელტიკმა ლაციო კიდევ ერთხელ დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური გაიფორმა, თანაც საგულისხმოა, რომ გლაზგოური გუნდი ორივე მატჩში მდევრის როლში აღმოჩნდა და თამაშის შემოტრიალება მოახერხა. გამარჯვების გოლი კი ფრანგი ოლივერ ნტჩამის ანგარიშზეა. (1-2)

გოლები: 1-0 იმობილე, 1-1 ფორესტი, 1-2 ნტჩამი

ოცნებათა თეატრში ოცნება ვერ მოასწრო სერბულმა პარტიზანმა, რადგან სულშერის გუნდმა სოლიდურ უპირატესობას პირველივე ტაიმში მიაღწია და ამ გამარჯვებით შემდეგ ეტაპზე გავიდა. მატჩის მეორე ნახევარში ინგლისელებმა ფორა სამ ბურთამდე გაზარდეს და მეტოქეს ამავე ანგარიშით გაეყარნენ. (3-0)

გოლები: 1-0 გრინვუდი, 2-0 მარსიალი, 3-0 რეშფორდი

იოლი გამარჯვება და კიდევ ერთი გუნდი, რომელიც ფლეიოფში ითამაშებს ესპანიოლი გახლავთ. კატალონიელებმა საკუთარ აქტივს 3 ქულა ლაღი გამარჯვებით შესძინეს, სადაც ლუდოგორეცი არ დაინდეს და მშრალი ანგარიშით გაანადგურეს. (6-0)

გოლები: 1-0 მოლენდო, 2-0 ლოპესი, 3-0 ვარგასი, 4-0 კამპუცანო, 5-0 პედროსა, 6-0 ფერეირა

მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია გიორგი ქვილითიას გენტმა, რომელმაც ბუნდესლიგის ბინადარი ვოლფსბურგი მისსავე მოედანზე დაამარცხა. ამ მოგებით ბელგიელები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები გახდნენ. ქვილითაია კი თამაშში მხოლოდ 3 წუთით ჩაერთო.        (1-3)

გოლები: 1-0 ვიქტორი, 1-1 იარემჩუკი, 1-2 დეპოიტრი, 1-3 მიკაელი

სხვა შედეგები

A GROUP: აპოელი 2-1 ყარაბაღი, დუდელანჟი 2-5 სევილია

B GROUP: ლუგანო 0-0 მალმიო, კოპენჰაგენი 1-1 დინამო კიევი

C GROUP: კრასნოდარი 3-1 ტრაბზონსპორი, ბაზელი 2-1 ხეტაფე

D GROUP: ლინცი 4-1 პსვ, როსენბურგი 0-2 სპორტინგი

E GROUP: კლუჟი 1-0 რენი

F GROUP: გიმარაეში 1-1 არსენალი, სტანდარდი 2-1 აინტრახტი

G GROUP: რეინჯერსი 2-0 პორტო, ფეინოორდი 1-1 იანგ ბოიზი

H GROUP: ფერენცვაროში 0-0 ცსკა

I GROUP: ოლექსანდრია 2-2 სენტ ეტიენი

J GROUP: გლადბახი 2-1 რომა, ვოლფსბერგერი 0-3 ბასაკშეჰირი

K GROUP: ვულვზი 1-0 სლოვანი, ბრაგა 3-1 ბეშიქთაში

L GROUP: ასტანა 0-5 ალკმაარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ