ელ კლასიკო საფრთხის ქვეშ | რეალი მოთხოვნებს აყენებს!

0
8

მადრიდის რეალის ხელმძღვანელები ელ კლასიკოს ჩატარებამდე მოთხოვნებს აყენებენ. ისინი  1 მარტს გაძლიერებულ დაცვას ითხოვენ, რადგან კატალონიის რეგიონში სიტუაცია უკიდურესად დამძიმდა.

საქმე ისაა, რომ 2017 წელს აღნიშნულ მხარეში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში არაერთი ოპოზიციური და „სახელისუფლებო“ ძალა ჩაერთო და აქციები გამართეს. ესპანეთის ხელისუფლებამ ორგანიზატორები დააკავა და როგორც იკრვევა, მკაცრად დასაჯეს.

სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა და კატალონიის მთავრობის ექს-თავმჯდომარეს 13 წელი მიუსაჯა. მის მიმდევრებს კი, 9-დან 12-მდე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ