ენდი რობინსონი: ბოლო 20 წუთში ძალა გამოგვეცალა

0
187

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პრინციპული მეტოქე, რუმინეთი, ძალიან დამაჯერებლად 41:13 დაამარცხა და მეთოთხმეტედ აღმართა რუმინეთთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასი.

მატჩის დასრულების შემდეგ, რუმინეთის ნალრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მეორე ნახევარში როდესაც ანგარიში თანაბარი იყო. იმედი მოგვეცა, რომ  საქართველოს ნაკრებს წნეხში მოვაქცევდით და შევძლებდით მატჩში გარდატეხის შეტანას, მაგრამ ძალიან ცუდად ვიმოქმედეთ სტატიკაში, განსაკუთრებით დერეფანში და ბოლოსკენ საქართველომ ძალიან დაგვჯაბნა. 

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეს იყო რუმინეთის ნაკრების პირველი თამაში. გუნდში შეთამაშების პრობლემა იყო და ბოლო 20 წუთში  გუნდი გადაიღალა.

საქართველოს ნაკრები საკმაოდ ორგანიზებული გუნდია. მათ აქვთ თავიანთი დადებითი მხარეები, რომლებიც  მატჩის ბოლოსკენ კარგად გამოიყენეს.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ