ერიქსენმა ტოტენჰემი დატოვა

0
24

Sky Sport-ის ცნობით, კრისტიან ერიქსენი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ტოტენჰემს დატოვებს და ინტერს შეუერთდება. სავარაუდო სატრანსფერო ფასად 16,8 მილიონი ევრო სახელდება, შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს ერიქსენი თავისუფალი აგენტი ხდებოდა.

ერიქსენი 4.5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს იტალიურ გრანდთან და კვირაში 260,000 ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით, რომელიც ბონუსებით შესაძლოა 320,000 ევრომდე გაიზარდოს.

27 წლის დანიელი მოთამაშე 2013 წლიდან ტოტენჰემში თამაშობდა, ამ პერიოდში მან “დეზების” რიგებში 225 მატჩი გამართა და 51 გოლის გატანა შეძლო. ის ორჯერ დასახელდა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ტოტენჰემის რიგებში.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ