(ექსკლუზივი) ჰამზიჩი ჩიხურაში რჩება

0
235

საქართველოს საფეხბურთო ჩენპიონატში ბევრ ლეგიონერს უთამაშა. ზოგმა საქართველოში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ზოგიც ისე წავიდა, საერთოდ რომ არ ჩამოსული იყო იმითაც არაფერი დაშავდებოდა. საჩხერის ჩიხურას მეკარე დინო ჰამზიჩი Crystalbet ეროვნული ლიგის უდაოდ გამორჩეული და სტაბილური მეკარეა და ჩიხურას წარმატებებში მას ლომის წვლილი მიუძღვის. ბოსნიელი მეკარე ზემო იმერლებს 2016 წელს შეუერთდა და ჩიხურასთან ერთად საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 2017 წელს კი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი აღმართა.

ჩიხურამ გასული სეზონი არცთუ დამაჯერებლად ჩაატარა. ჩანდა, რომ გუნდში კრიზისი იყო და ამის ფონზე დღეს გუნდში 12-წლიანი მუშაობის შემდეგ  ჩიხურას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი სოსო ფრუიძემ დატოვა.

ასევე, დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ გუნდს ჰამზიჩიც დატოვებდა, მაგრამ ბოსნიელმა 90wuti.ge-სთან  კომენტარი გააკეთა, რომ ის საჩხერეში ბრუნდება და კლუბთან ახალ კონტრაქტს მიაწერს ხელს.

,,- საქართველოში 23 იანვარს ვბრუნდები და  ჩიხურასთან ახალ კონტრაქტს მოვაწერ ხელს. შესაბამისად, კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი ამ გუნდში ვითამაშებ.

საჩხერეში 4 წელია ვთამაშობ და აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ამიტომაც, მივიღე გადაწყვეტილება გუნდში დარჩენის შესახებ.”

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ