ვან დე ბეეკმა იუნაიტედის შეთავაზება უარყო

0
3
Ajax's Donny Van De Beek

ამსტერდამის აიაქსის ფეხბურთელმა, დონი ვან დე ბეეკმა მანჩესტერ იუნაიტედის შეთავაზება უარყო და ამსტერდამულ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.

,,დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სეზონს აქ დავასრულებ, შემდეგ კი მოვლენების განვითარებას დაველოდები. არ გამოვრიცხავ, მომავალ სეზონშიც აიაქსის ღირსება დავიცვა.

სასიამოვნოა, რომ ჩემი გადაბირებით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, თუმცა ჯერ-ჯერობით ჰოლანდიის დატოვებას არ ვგეგმავ.”-განაცხადა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.

მას გუნდთან არსებული კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ