ვინები იქნებიან საქართველოს მეტოქეები ევრო 2020-ზე გასვლის შემთხვევაში?

0
62

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ტურნირზე უკვე მოხვედრილი და სავარაუდო გუნდები ჯგუფებში გადანაწილდნენ. ერთა ლიგის D დივიზიონის მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე C ჯგუფში მოხვდება, რომელშიც ჩვენი მეტოქეები ჰოლანდიის, ავსტრიის და უკრაინის ნაკრები გუნდები იქნებიან. ევროპის ჩემპიონატზე  გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგფური ეტაპის შეხვედრებს ჰოლანდიაში ჩაატარებს.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში ბელარუსს დაუპირისპირდება.გამარჯვების შემთხვევაში კი, ევროპის ჩემპიონატის საგზურის ბედს კოსოვოსთან ან ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაარკვევს.

სხვა ჯგუფები შემდეგნაირად გადანაწილდა:

A თურქეთი,უელსი, იტალია, შვეიცარია,

B დანია, ბელგია, ფინეთი, რუსეთი,

C ჰოლანდია,ავსტრია, უკრაინა, ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული.

D ინგლისი, ხორვატია, ერთა ლიგის  C დივიზიონის გამარჯვებული, ჩეხეთი.

E ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ერთა ლიგის B დივიზიონის გამარჯვებული.

F  ერთა ლიგის A დივიზიონის გამარჯვებული, გერმანია,პორტუგალია, საფრანგეთი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ