ვიტალი დარასელია – იღბლიანი თუ უიღბლო 13?

0
31

,,Ликует столица Грузии, ликует вся наша страна“ -გენიალური ქართველი მსახიობისა და საფეხბურთო კომენტატორის ეს სიტყვები ქართული ფეხბურთის არც ერთ გულშემატკივარს არ დაავიწყდება. 1981 წლის 13 მაისს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში თბილისის დინამომ იენის კარლ ცეისი 2:1 დაამარცხა და ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა. ეს არ იყო მხოლოდ ერთი გუნდის გამარჯვება. ეს იყო მთელი საქართველოს გამარჯვება. დღე, როდესაც მთელი საქართველო ერთიანი იყო და ზეიმობდა. ისიც სიმბოლურია, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩში დინამოს მხრიდან  გოლების ავტორები ოსი და აფხაზი მოთამაშეები – ვიტალი დარასელია და ვლადიმირ გუცაევი იყვნენ.

ვიტალი დარასელია, რომელიც ოჩამჩირეში  ღარიბ ოჯახში დაიბადა, ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე დიდი სიმდიდრე, ხალხის დიდი სითბო და სიყვარული მიიღო.

ამ პატარა ოჩამჩირელი ბიჭის ცხოვრების მთავარი პრინციპი სიმართლე იყო. ეს კი საკმარისია ასეთი ადამიანის გშურდეს, ოღონდ კეთილი შურით და სადღაც გულის სიღრმეში ფიქრობდე, ნეტავ, ასეთი ამ ქვეყნად ბევრი იყოსო. მას ის თვისებები ჰქონდა, რომელსაც ვერასოდეს ისწავლი, ვერაფერში გაცვლი და ვერც ვერასოდეს იყიდი, ამ თვისებებით უნდა დაიბადო.

თავად ამბობდა: 13 ჩემთვის ბედნიერი რიცხვია. ოჩამჩირეში 13 ნომერ სახლში ვცხოვრობ, 13-ში დავქორწინდი,  13 მაისს გოლი გავიტანეო. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ვიტალი დარასელია 13-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, თუმცა 13-თან მას კიდევ ორი საბედისწერო რამ აკავშირებს. 1982 წლის 13 დეკემბერს სოფელ უბისასთან საბედისწერო შემთხვევა მოუხდა და მხოლოდ 13-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

რიცხვმა 13-მა ვიტალის ირგვლივ მტერი და მოყვარე ორჯერ გააერთიანა 1981 წლის 13 მაისს და 1982 წლის 13 დეკემბერს. ვიტალის წასვლით ბევრის გული დაცარიელდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ