ვიქტორ კოლელიშვილი: აბუსერიძემ ყველაზე კარგად იცის რაგბის ღირებულებები

0
647

მალე ქართული სარაგბო თემი ახალ წინამძღოლს აირჩევს. ორჯერ ჩაშლილი საარჩევნო ყრილობის შემდეგ ტემპერატურა იმატებს.  აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა გახდა კანდიდატებს შორის ურთიერთბრალდებების მთავარი მიზეზი.

მოახლოვებულ რაგბის კავშირის არჩევნებზე 90wuti ge-ისთან საქართველოს ნაკრების მორაგბემ, ვიქტორ კოლელიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, რაგბის კავშირს ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, რომელმაც ყველაზე კარგად იცის სარაგბო ღირებულებები, ასეთი კი ირაკლი აბუსერიძეა:

 რაგბის კავშირს ისეთი ადამიანი სჭირდება სათავეში, რომელმაც ზუსტად იცის რაგბის ღირებულებები; რომელსაც ნაკრების კვართით მისი სახელისა და მომავლისთვის თავი არ დაუზოგავს. რაგბი ძალიან სწრაფად ვითარდება. სამწუხაროდ, ბევრ რამეში ვერ ვეწევით და თუ გვინდა წინ წავიწიოთ, ისეთი გამოცდილი მორაგბეები რომლებსაც მაღალ დონეზე უთამაშიათ, უნდა ჩაერთონ ამ ასპარეზშიც, მათ შორის ერთ-ერთი  ირაკლი აბუსერიძეა.

შეგახსენებთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ვეტერანი მორაგბე, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტირი ბაჩო ხურციძე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ