ვიქტორ კოლელიშვილი: „კარიერის დასრულება ჯერ არ გადამიწყვეტია“

0
125

ქართული რაგბი გარდატეხის ეტაპზეა და, ფაქტია, ბოლო წლებში დიდად ვერ პროგრესირებს. ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესია და მომავლის გუნდის მშენებლობა მიმდინარეობს.

დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული მოთამაშე ვიქტორ კოლელიშვილი გახლდათ. მან „ბორჯღალოსანთა” რიგებში 50 მატჩი ჩაატარა და 5 ლელო დაამიწა.  30 წლის მორაგბემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2011 და 2015 წლების მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.

ვიქტორს უკვე ერთ წელზე მეტია არ უთამაშია. მას ტვინის შერყევის ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მის პოზიციაზე საქართველოს ნაკრებში ძალიან დიდი კონკურენციაა, არაა გამორიცხული ვიტოსთვის ნაკრების კარი დაიხუროს და საერთოდ კარიერაც კი დაასრულოს.

ამ თემასთან დაკავშირებით ქართველმა მორაგბემ 90wuti.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება. სამწუხაროდ, დიდი დრო გამიცდა და მე თავად არ ვიცი ჯერ რა გადაწყვეტილებას მივიღებ. ამ ეტაპზე ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ცოტა ხანში გადავწყვეტ დავამთავრო კარიერა, თუ ისევ გავაგრძელო საყვარელი საქმის კეთება. 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ