ზიდანის რეალი ბარსელონას გაუთანაბრდა

0
16

რეალ-მადრიდი – სოსიედადი 3:1

გოლები: ვილიამ ჟოზე 0:1 ბენზემა (37) 1:1 ვალვერდე (48) 2:1

ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში მადრიდის რეალმა სან სებასტიანის რეალ სოსიედადს უმასპინძლა და საკმაოდ დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა. არადა, მატჩი ბასკებისთვის კარგად დაიწყო.

ვილიან ჟოზემ მატჩის მეორე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა. მადრიდელები გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს კარიმ ბენზემამ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში „ბლანკოსმა“ კიდევ უფრო დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და ეს შედეგზეც აისახა. გოლებით თავი ფედერიკო ვალვერდემ და ლუკა მოდრიჩმა გამოიჩინეს. 14 ტურის შემდეგ, ლა ლიგის სატურნირო ცხრილს 28-28 ქულით მადრიდის რეალი და კატალონიის ბარსელონა ლიდერობენ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ