ზურაბ აბრამიშვილი: გაცილებით მეტი შეგვიძლია

1
162

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩენპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს.  დღეს, თბილისის გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლეში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრეს დასჯერდა 24:24. შესაბიმასად, ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება, რომელსაც 19 იანვარს ფინეთი უმასპინძლებს.

დღევანდელი მატჩის შემდეგ, 90wuti.ge-სთან მატჩი საქართველოს  ნაკრების წევრმა ზურაბ აბრამიშვილმა ისაუბრა.

,,- ამ მატჩისთვის ოქტომბრიდან ვემზადებოდით. ფინეთი ძლიერი გუნდია და კარგად გვქონდა გააზრებული როგორი რთული მატჩიც გველოდა.  შედეგით კმაყოფილი არ ვართ, რადგან ამ მატჩში გაცილებით მეტის პოტენციალი გვქონდა.

მიუხედავად ამისა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ფინეთში საბრძოლველად მივდივართ და ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება.

ჩვენ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია, რაც იტალიასთანაც დავამტკიცეთ.”

1 კომენტარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ