თელავი ფავორიტებს ქულებს აკარგვინებს

1
209

110 დღიანი პაუზის შემდეგ, რომელიც Covid 19-ის პანდემიით იყო გამოწვეული, Crystalbet ეროვნული ლიგა  საინტერესო მატჩებით დაბრუნდა. პოსტ პანდემიის შემდეგ, სეზონის განახლებას ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა თბილისის დინამო. კახა ჩხეტიანის გუნდმა თანაქალაქელ საბურთალოს 3:0 აჯობა.

მეორე შეხვედრა კი, ბათუმის ჯონი ბაკურაძის სახელობის ანგისას საფეხბურთო ბაზაზე გაიმართა და თელაველთა მორიგი სენსაცია ვიხილეთ. ჩემპიონატის ორ მთავარ ფავორიტთან ნათამაშებ ფრეს, რევაზ გოცირის ფეხბურთელებმა ბათუმთან მოპოვებული ქულაც მიუმატეს.

შეხვედრა ბათუმელთათვის იდეალურად დაიწყო. შეხვედრის პირველ წუთზე მასპინძლები ფლამარიონ ჯოვინომ დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგააც თელაველები საკმაოდ ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და მათი შეტევები გაცილებით უფრო მწვავე იყო. განსაკუთრებით ანტონ თოლორდავას საჯარიმო დარტყმა უნდა გამოვყოთ, რომლის დროსაც დინამო ძელმა იხსნა.

ჩანდა, რომ თელავი გოლისკენ მიდიოდა და გაიტანა კიდეც. თავი ლაშა კოხრეიძემ გამოიჩინა. ისიც  უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმელებს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შეთამაშების პრობლემა აქვს.

საბოლოოდ, 1:1 და თელავმა სამ მთავარ ფავორიტს საწყის ტურებშივე მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.

1 კომენტარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ