თელავმა 3 მოთამაშე დაიმატა

0
121

ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული თელავი გაძლიერებას აგრძელებს, თელაველებმა 3 ახალი მოთამაშე დაიმატეს.

პირველი მათგანი მაკედონიელი მცველი, ვლადიმირ დიმიტროვსკია. 31 წლის მოთამაშე ბოლოს რაბოტკნიცში თამაშობდა. მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველია, თუმცა ასევე შეუძლია მარცხენა ფლანგზე თამაშიც. მოთამაშე 2015/16 წელს აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა ყარაბახთან ერთად. ასევე 2012/13 წელს ვარდართან ერთად მაკედონიის ჩემპიონიც გახდა.

მეორე მათგანი ცოტნე მოსიაშვილია, რომელიც თელავმა ქუთაისის ტორპედოდან დაიმატა. 24 წლის მოთამაშე ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. ტორპედოს გარდა მას ნათამაშები აქვს ვიტ ჯორჯიასა და გაგრაში. შარშანდელ სეზონში მან 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მესამე მათგანი კი თელავმა კვლავ ტორპედოდან დაიმატა, ამჯერად ნიგერიელი მარცხენა მცველი, უკვუბილე ჩუკვურა. რომლისთვისაც თელავი რიგით მე-9 ქართული კლუბია. მან ითამაშა ჩხირიმელას, მარტვილის მერანის, ალაზანის, ზუგდიდის, თბილისის მერანის, რუსთავის და ტორპედოს შემადგენლობაში. შარშან მან 14 მატჩი გამართა ეროვნულ ლიგაში, მან 3 გოლის და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ