თემურ ბენდიაშვილი: ბავშვობაში რაგბის თამაშობდა და მერე არაფერი გაუგია

0
849

ქართულ რაგბიში არცთუ კარგი სიტუაციაა. უკვე ორჯერ გადადებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სარაგბო თემი შუაზე გაიყო და ერთმანეთის მისამართით ბრალდებები გვესმის.

ამ დროის განმავლობაში არაერთი პასუხგაუცემელი შეკითხვაც დაგროვდა, რომლებსაც მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე თავისებურ პასუხებს სცემს და იურიდიულ ლაბირინთებში გადავყავართ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ რაგბის კლუბ ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელს, პრეზიდენტს და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, თემურ ბენდიაშვილს ვესაუბრეთ.

რაგბის კავშირი არაპროფესიონალიზმის ბუდეა. ამ წლების განმავლობაში აშკარაა რეგრესი, რასაც ქართული რაგბი ყველა მიმართულებით განიცდის, მაგრამ ამ კაცს ვერ შევაგნებინეთ ვერაფერი. ტელევიზიებში რომ გამოდის და დიდი ჭკვიანი კაცივით საუბრობს ასე და ისეო, ამდენ საუბარს საქმე გაეკეთებინა, ყველასთვის აჯობებდა. გამგეობაში გაურკვეველი ხალხი ჰყავს შეყვანილი, რომლებიც თავის დროზე რაგბის თამაშობდნენ და იმის მერე ამ სპორტთან შეხება არ ჰქონიათ.  

კაცი მთელი ცხოვრება იურისტია. ადეიშვილს  და მრავალ ურჯულო კრიმინალს იცავდა და ახლაც სასამართლო პროცესზე ჰგონია თავი.  რაღაც ბავშვობაში  რაგბის თამაშობდა, მაგის მერე არაფერი გაუგია და მაგან რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს? საერთაშორისო ასპარეზზე ნულია მაგის გავლენა. მზიურისა და გლდანის მიწის ნაკვეთები გაყიდეს, რომლებზეც ბავშვებისთვის სარაგბო მოედნები უნდა აშენებულიყო.  პირდაპირ შეიძლება ითქვას, რაგბის კავშირმა ბავშვები ქუჩისთვის გაწირა. მინიმალურ ფასად გაყიდეს მზიურში მიწების ნაკვეთი და ახლანდელი პატრონი ორმაგად ყიდის იმას. 

საკლუბო ჩემპიონატი ვითარდებაო, რომ ამბობს, მორაგბეები საქართველოდან რუსეთში მირბიან სათამაშოდ. დაბალი ტემპი, პირველ ლიგაში გუნდები იქმნება 80:0-ებს აგებს და ის გუნდია საერთოდ და ის გუნდი ვარჯიშობს? გორის გორდაა, რომელსაც კავდირი ურიცხავს სავარჯიდოდ ფულს. 89:0-ს რომ წააგებს  თამაშს ის გუნდი გუნდია და ის გუნდი ვარჯიშობს. სამაგიეროდ, არჩევნებზე მათი ხმა გარანტირებული აქვს პატივცემულს. 

ჩვენი გუნდი ლოკომოტივი თამაშობდა ჩელენჯ თასის საკვალიფიკაციოზე და სამი ქულა დაგვაკლდა  ჩელენჯზე მოსახვედრად. იქ არაობიექტურ მსაჯობაზეც უნდა ვისაუბროთ. ჩვენ მთავრობას მივმართეთ თხოვნით, რომ 150 000 ლარი გვჭირდებოდა ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად. სამინისტრომ გაგვიწია ანგარიში, მაგრამ პირდაპირ ჩვენთვის ჩარიცხვა არ შეეძლო და ჩაურიცხა რაგბის კავშირს, მაგრამ ამან არ გადმოგვირიცხა. ლოკომოტივს რომ ჩავურიცხო, მერე სხვებსაც უნდა ჩავურიცხოო. სხვებიც თამაშობდნენ საკვალიფიკაციოს? კიდევ იმას რომ ამბობს, ბენდიაშვილი დაბერდა და სახლში დაჯდესო, მე როგორ დავბერდი ვაჩვენებ მაგას, როგორც საჭიროა!

ირაკლი აბუსერიძეს მამუკა გორგოძე და დავით ზირაქიშვილი ღიად უჭერს მხარს ამაზე რას იტყვითო და ამან – ეგეთი ბევრი არისო. მამუკა და ზირაქა ორი მსოფლიო დონის მორაგბეა და მათზე რომ იტყვი, ეგეთი ბევრიაო, გასაგებია ყველაფერი. ალბათ, მალე იმასაც იტყვის მე და მიხეილ ხარატიც გამორჩეული მორაგბეები ვიყავითო. 

სწორედ ამიტომ ვუჭერ ირაკლი აბუსერიძეს მხარს. სხვები მხოლოდ სპეკულიანტები და ფულზე დახამებული ხალხია.

ქართულ რაგბის აუცილებელი ცვლილებები სჭირდება, თორემ ეს სპორტიც ფეხბურთივით კრიზისში წავა, – თქვა თემურ ბენდიაშვილმა. 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ