თორნიკე შენგელია ესპანეთში საუკეთესოდ აღიარეს

0
15

გუშინ, მადრიდში ესპანური კალათბურთის ყოველწლიური შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ესპანური ბასკონიას ლიდერმა თორნიკე შენგელიამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯილდო მიიღო.

„premious gigantes” წლეულს 32-ედ  ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონია მადრიდში ლიგა ენდესას სათაო ოფისში გაიმართა.  ქართველი კალათბურთელი კი, გასული სეზონის გიგანტი ანუ საუკეთესო მოთამაშე გახდა. თორნიკეს პრიზი  ლიგა ენდესას შეფმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა.

გეტყვით, რომ თორნიკე შენგელია  მიმდინარე სეზონში ბასკონიას უდაო ლიდერი გახლავთ. იგი საშუალოდ ყოველ თამაშში 16.1 ქულას,  2.6 პასს, 0.3 დაფარებას და 1.4 ჩაჭრას აგროვებს. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი,  18.6 გახლავთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ