ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან | ისტორიული ვერცხლი!

0
29

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საბრძოლო სამბოში ვერცხლის მედალოსანი გახდა.

90wuti.ge ჩვენებურს დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

სულ 5 ორთაბრძოლა ჩავატარე. ეს მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან კარგი და ძლიერი სპორტსმენებით იყო დაკომპლეკტებული. დონემ გამაოცა არ ველოდი ესეთი წინააღმდეგობის გაწევას.

რუსმა მეტოქემ ეშმაკობით მაჯობა. კიდევ იმით, რომ მე 10 წელია სამბოს ჩოხა არ მცმია. ის ცდილობდა ჩემს შეტევაზე ჩოხაში ჩავლებით ჩაეშალა ბრძოლა და ჭიდაობაზე გადადიოდა.

როცა მოახერხა ქულის აღება და დაწინაურება მე ისევ დარტყმებზე გადავედი ეხლა ვფიქრობ, რომ როგორც პირველ 4 ბრძოლაში ვცდილობდი ჭიდაობის ილეთების გაკეთება და ქულებით დაწინაურებას, ისევ ესე უნდა გამეგრძელებინა. 

დგომში ბრძოლის ტაქტიკამ არ გაამართლა.  მიუხედავად იმისა, რომ მაღალ წონაში გამოვდიოდი, მხოლოდ ჩემპიონობაზე ვფიქრობდი“.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ