ისტორია ვართ და არასდროს წავიშლებით!

0
170

ქუთაისის ტორპედოს ცნობილი გულშემატკიბარი, რომელმაც 2017 წელს ტორპედოს გაჩემპიონების შემდეგ, როინ კვასხვაძის  დინამოს წინააღმდეგ მოგერიებული პენალტი ამოისვირინგა სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს და ტორპედოს უკვე ყოფილ და ამჟამად თბილისის დინამოს მეკარეს,როინ კვასხვაძეს ემოციური პოსტით ემშვიდობება.

გთვაზობთ პოსტს უცვლელად.

 

– “კვასხვას დინამოში წასვლის მერე აგორდა თემა ჩემზე იაროს ახლა დინამოს მეკარის ტატუთიო 🙂 ერთი პერიოდი ავიჭერი და წაშლა გადავწყვიტე მარა ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა მითხრეს რო არ უნდა წამეშალა და მეც ჩემ საყვარელ ადამიანებს უფრო დავუჯერე ვიდრე პროვოკატორებს.

ეს ტატუ საოცარ საღამოს მახსენებს 26.11.17 სადაც დინამო არენაზე ვიზეიმე ჩემპიონობა და მაშინ ეგ მეკარე ჩვენ კარს იცავდა და თქვენ გამოგგლიჯათ ბოლოწამს ჩემპიონობა 😉

გავა წლები კვასხვა წავა დინამოდან და ტორპედოს ლეგენდა იქნება და არა დინამოს :* ამიტომ გადავწყვიტე რო ეს ისტორია არ წავშალო და დავტოვო სადაც არის იქ !!!”

P.S ისტორია ვართ და არასდროს არ წავიშლებით <3

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ