ისტორიული გამარჯვება! დინამომ ევროპის თასის მფლობელს მოუგო

0
294

ქართული წყალბურთის მორიგი დიდი გამარჯვება. თბილისის დინამომ, რომელიც წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის 16 საუკეთესო გუნდში ასპარეზობს, პირველი გამარჯვება მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის გუნდი საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკში” საფრანგეთის 37-გზის ჩემპიონს, ევროპის თასის მოქმედ გამარჯვებულს, ფრანგულ მარსელს უმასპინძლა და საფრანგეთში მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო.

დინამოს წყალბურთელებმა მატჩი საუცხოოდ ჩაატარეს. ხისტი დაცვა, კარგი მოქმედება შეტევაში, ლამაზი გოლები და ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული ისტორიული შედეგის – ასე დაიწერა მორიგი ისტორია!

თბილისელთა შემადგენლობაში განსაკუთრებით ჩვენი ლეგიონერები – ფაბიო ბარალდი და მარკო ელაჩა უნდა გამოვარჩიოთ, რომლებმაც დღევანდელ მატჩში ჰეთრიკი შეასრულეს.

ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩვენი გუნდის მეკარის, ირაკლი რაზმაძის ბრწყინვალე თამაში, რომელმაც რამდენიმე რთულ ბურთთან ერთად პენალტის აღებაც მოახერხა.

საბოლოოდ, 15:12 და თბილისის დინამომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

 

ფოტო:  დინამო თბილისის ოფიციალური Facebook გვერდი

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ