ისტორიული შეხვედრა ირანში!

0
9

ქართველი ფეხბურთელები მაქსიმე ქვილითაია და ლუკა გადრანი ირანში ასპარეზობენ. ისინი შაჰინ ბუშერში გამოდიან და გადარჩენისთვის იბრძვიან.

ტორპედოს ყოფილმა გოლკიპერმა სოციალური ქსელის მეშვეობით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა:

დღეს თამაშზე შევხვდით მე და ლუკა ფერეიდნელ ქართველს, რომელმაც ათობით კილომეტრი გამოიარა, რომ ჩვენ ქართველები ვენახეთ. ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე შეხვედრისას, ქართულად ვისაუბრეთ და დიდი სიყვარული გაგვიზიარა. მადლობა ღმერთს, რომ  მისცა ფერეიდნელ ქართველებს ძალა, 400 წლის განმავლობაში არ დაეკაგადთ ქართული ენა და კულტურა. ქართული ენა გვაძლიერებს“, – დაწერა მან.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ