კარგი დებიუტი | ბითაძემ ქება დაიმსახურა

0
9

16 ოქტომბერს, ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს გოგა ბითაძეს ინდიანაში დებიუტი ჰქონდა.

ჩვენებურმა NBA-ს რეგულარული სეზონის მოსამზადებელ მატჩში მინესოტას წინააღმდეგ 14 ქულა ჩააგდო.

საგულისხმოა, რომ მას ტრავმის გამო ზაფხულის ლიგის გაცდენა მოუწია და მისგან მსგავს შედეგს არავინ ელოდა.

ინდიანას მთავარმა მწვრთნელმა, ნეით მაკმილანმა მატჩის დასრულების შემდეგ, ბითაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავს შედეგს არ ელოდა.

თავიდან არ ვაპირებდით, რომ 5-7 წუთზე მეტი გვეთამაშებინა ამ შეხვედრაში. გოგა და ჩვენ შეზღუდულები ვიყავით.

გოგას ძალიან კარგად შეუძლია სროლა, კარგი მეპასეა. მომთმენი და რაციონალურია პერიმეტრიდან შეტევის დროს. ის კარგად იცავს ფარს“, – აღნიშნა მან.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ