კარმელო ენტონიმ გარანტირებული კონტრაქტი მიიღო

0
8

პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის მსუბუქმა ფორვარდმა, კარმელო ენტონიმ, გუნდისგან გარანტირებული კონტრაქტი მიიღო.

მელო დიდი ხნის განმავლობაში უგუნდოდ იყო, ხოლო ბლეიზერსისგან შანსი 19 ნოემბერს მიიღო. გუნდმა მასთან არაგარანტირებული კონტრაქტი დადო, რაც ნიშნავდა იმას, რომ ისინი ენტონის გარიცხვის უფლებას ნებისმიერ დროს იტოვებდნენ.

ამის შემდეგ, კარმელომ  დასავლეთ კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც მიიღო, როცა საშუალოდ 22 ქულასა და 8 მოხსნას აგროვებდა.

შესაბამისად, კარმელო პორტლენდში მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ