კახა კაჭარავა: არ გვსურს ერთწლიანი გუნდი გავაკეთოთ

0
865

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი საფეხბურთო კლლუბი სამტრედია ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონს უბრუნდება. ეროვნული ლიგიდან გავარდნის შემდეგ, სამტრედიაში ბევრი რამ შეიცვალა. ახალი მწვრთნელი, მენეჯმენტი, ფეხბურთელები, საკმაოდ კარგი სპონსორი, გულშემატკივრები კი ამ გუნდს არასდროს აკლდა. ამ ყველაფრის შედეგად სამტრედიამ ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ნახევარი ბრწყივალედ ჩაატარა. ფლეიოფში კი ბოლნისის სიონს 4:1 სძლია და მომავალ სეზონში Crystalbet ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

საფეხბურთო კლუბ სამტრედიას სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ გუნდის მთავარ მწვრთნელს კახა კაჭარავას დავუკავშირდით.

-ბატონო კახა, უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას. როგორ შეაფასებდით სეზონს.

-გუნდში მოსვლის დღიდან მხოლოდ ერთი მიზანი გვქონდა, რომ პირველივე წელს უნდა დავბრუნებულიყავით და მოხარული ვარ, რადაგნ ეს შევძელით.

სამტრედია თავიდან არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მნიშვნელოვან ქულებსაც კარგავდა. მეორე-მესამე წრეში კი, გუნდი გაცილებით უკეთ ათამაშდა. 

-სამტრედია, ფაქტობრივად ახლიდან შეიქმნა. მოთამაშეებს ერთმანეთთან შესათამაშებად დრო სჭირდებოდათ და საწყის ტურებში მოწინააღმდეგები ამით სარგებლობდნენ.  შემდეგ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ განვითარდა. ჩემპიონატის მეორე ნახევარი საუცხოოდ ჩავატრეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

ფლეიოფის მატჩში ბოლნისის სიონი თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრეთ და დამაჯერებლადაც დაამარცხეთ. რამ განაპირობა სიონთან თქვენი გუნდის ასეთი დომინირება?

-ბოლნისის სიონი კი არა, სხვა ნებისმიერი გუნდი რომ ყოფილიყო ჩვენი მეტოქე იგივე იქნებოდა. ბიჭები  ისეთი მოტივაციით გამოვიდნენ მოედანზე, მზად იყვნენ მოგების სანაცვლოდ მომკვდარიყვნენ კიდევაც.

-ბათუმის დინამოს მაგალითზე ვნახეთ, რომ გუნდი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებიდან პირველივე წელს ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ვერცხლს დასჯერდა. მომავალ სეზონში რა იქნება სამტრედიას მიზანი?

-პირველივე წელს ჩემპიონები გავხდებით- მეთქი ვერ გეტყვით. ჩვენ არ ვფიქრობთ  ერთწლიანი გუნდის გაკეთებას. გვსურს გავაკეთოთ სტაბილური გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატშიც ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება და ევროპაშიც არ შერცხვება.

-თქვენი აზრით, რომელ სათამაშო რგოლში ჭირდება ამ ფორმაციის სამტრედიას გაძლიერება ეროვნულ ლიგაში მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად?

– მოლაპარაკება ბევრ ფეხბურთელთან მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა. გაძლიერება არცერთ პოზიციაზე გვაწყენს. რაც მეტია კონკურენცია, მით უკეთესია გუნდი.

 

 

 

ავტორი: თათული ოჩიგავა

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ