კობიაშვილმა გულშემატკივრებს უპასუხა

0
39

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა Facebook-ის ლაივში გულშემატკივრებს უპასუხა:

„ბავშვთა ფეხბურთი ყოველთვის აქტუალურია. ჩვენ ძირითად პრობლემას იქ ვეძებთ, რადგან კარგი თაობები უნდა გაიზარდოს. როდესაც ბავშვთა ფეხბურთის სკოლები შეიქმნა ჩვენ არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია მწვრთნელებზე და მათი გამოცდილების შესახებ. 

მთელი წლის განმავლობაში ვნახეთ ეს სკოლები და მოხდა აღრიცხვა მწვრთნელების. ბავშვთა სკოლების დაფინანსება დაწყებულია და უახლოეს მომავალში გვჯერა, რომ კარგი თაობა წამოვა. აქაც არის პრობლემები, თუმცა ეტაპობრივად ყველაფერი დაიხვეწება. 

მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენთან რამდენიმე წლის წინ იყო 19 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი და ინგლისის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. პრობლემა იქაც არის იმ შემადგენლობიდან მხოლოდ, მაუნთი ასპარეზობს, რომელიც ჩელსის ღირსებას იცავს. 

ჩიხურა – ბათუმის დინამოს მატჩი

თამაშის შემდეგ, ემოციური ფონი დიდი იყო და მე მქონდა ამაზე უარყოფითი რეაქცია. მეორე დღეს ჩატარდა ბრიფინგი, სადაც გამოყენებული იყო სიტყვები, რომელიც მიუღებელია ჩემთვის. მსაჯების კრიტიკის გამო ანჩელოტიც კი, დაისაჯა და ეს ხდება ყველგან. 

თუ განვიხილავთ თერთმეტმეტრიანის მომენტს, გეტყვით, რომ იყო პენალტი, თუმცა მსაჯმა რატომ ვერ დაინახა არ ვიცი. როგორც წესი ყველა ქვეყანაში მსაჯის თამაში ყოველთვის ფასდება ქულებით. შესაბამისად, თუ შეფასება არის დაბალი ის არბიტრი ისჯება: გამოტოვებს მატჩებს ან ქვედა ლიგაში გადავა. 

მატჩის ცუდი განსჯა მსაჯების ხელფასზე ისახება. 

როდესაც გამოდიხარ და ბრიფინგს ატარებ, ფაქტებიც უნდა გქონდეს. მიზანმიმართულად თუ ხდება რამე, ამას დასაბუთება სჭირდება. გამოვიდეთ და ვიღაცა ვლანძღოთ ასე არ ხდება. უნდა ვიცოდეთ ზღვარი! 

ჩიხურას მოედნის საფარი დიდი პრობლემაა და მომავალ სეზონში ეს პრობლემა მოგვარდება. არსებობს პრობლემა, მაგრამ იმ სტადიონზე ყველა თამაშობდა და ამით მხოლოდ, ერთი გუნდი არ დაზარალებულა“. 

ტორპედოს საკითხი…

ამ კითხზე ბევრჯერ მისაუბრია და ვიცით, რომ მძიმე სიტუაციაა. ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელია ვაკეთებთ. ფინანსურად დავეხმარეთ, მაგრამ ეს მთლიანად პრობლემას ვერ მოაგვარებს. ვუსურვებ ტორპედოს, რომ იმ ადგილას დაბრუნდეს, სადაც მათი ადგილია. 

ინვესტორებს რაც შეეხება, გეტყვით, რომ იტალიიდან იყვნენ ჩამოსულები და კონკრეტული დეტალები აინტერესებდათ. ახლაც არის ინტერესი. მათ აინტერესებდათ, რა მდგომარეობაა გუნდში ფინანსურად. 

ვიცი, რომ გერმანული კლუბის აუქციონერებიც იყვნენ ჩამოსულები. ქართველ ადამიანებსაც აქვთ ინტერესი, რომ ტორპედო მათ საკუთრებაში გადავიდეს და ვიმედოვნებ, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება“.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ