კუტალიას გოლი, სელფი და დინამო ჩემპიონია

0
8

არსებობის ისტორიაში მეჩვიდმეტედ თბილისის დინამო საქართველოს ჩემპიონია. საქართველოს 31-ე ეროვნული ჩემპიონატის, Crystlabet ეროვნული ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებულ ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მატჩი თავიდანვე ფელის ვისენტეს გუნდის უპირატესობით წარიმართა. დინამოელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ და მეტოქსის საჯარიმოს სიახლოვეს ტრიალებდნენ.„ვეტერინარებს” კი, არანაირი კონტრთამაშიც არ ჰქონიათ.

შეხვედრაში პირველი  გოლი მატჩის 36-ე წუთზე გავიდა. აკაკი შულიამ  საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ლევან კუტალიას გადააწოდა ბურთი და მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმაც  მორგი გოლი გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, არფანგ დაფემ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, დინამო ბოლოს საქართველოს ჩემპიონის ტიტულს 2016 წელს ფლობდა.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ