ლაშა პარუნაშვილი:ნაკრები კარგ გზას ადგას და იმედია მარტში ისტორიას დავწერთ

0
373

 

ქართველი ფეხბურთელი 26 წლის ლაშა პარუნაშვილი დანიურ გუნდ „ესბიერგს“ 2017 წლის
ზამთარში დინამო თბილისიდან  შეურთდა და კონტრაქტის თანახმად 2022 წლის
ივლისამდე დარჩება . წარმატებული და საკუთარ პოზიციაზე ერთ- ერთი საუკეთესო
ნახევარმცველი ,როგორც განაცხადა „ესბიერგის“ სპორტულმა დირექტორმა ჯიმი
იაკობსენმა ,რეგულარულად სახელდებოდა გუნდის თვის საუკეთესო
ფეხბურთელად და მუდმივად ყურადღების ცენტრშია მისი თავდაუზოგავი შრომით და
დადებული შედეგებით .
90wuti.ge საქართველოს ნაკრებისა და დანიური ესბიერგის ნახევარმცველს ლაშა
პარუნაშვილს დაუკავშირდა და მას  სანაკრებო ბატალიებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ლაშა,უპირველეს ყოვლისა ნაკრების თემაზე საუბრით დავიწყოთ .ევრო შესარჩევი აშკარად
ცუდათ ჩავატარეთ .მხოლოდ ორი მატჩი მოვიგეთ ისიც გიბრალტარის წინააღმდეგ .თქვენ
როგორ შეაფასებთ გასულ შესარჩევ ციკლს?
– ნაკრები ჩემი პირადი მოსაზრებით კარგ გზას ადგას .თითქმის ყველა თამაშში შანსი
გვქონდა გოლის გასატანად ,კარგი ხარისხი ვაჩვენეთ .მოწინააღმდეგე გუნდის
მწვრთნელებიც აღნიშნავდნენ ,რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ ვართ .

2020 წლის  მარტში საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის
.დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური შანსი გვაქვს ისტორია
დავწეროთ და ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ. თქვენ  როგორ შეაფასებდით ჩვენს
შანსებს და ბელარუსის ნაკრებზე რას გვეტყვით ?
-ბელარუსის ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდია და ჭკვიანური ფეხბურთია
დასაპირისპირებელი.შანსებს რაც შეეხება,ყველაზე დიდი შანსი გამოგვიჩნდა და
დარწმუნებული ვარ ყველა ფეხბურთელი სრული პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ
საქმეს და ყველაფერს გააკეთებს მიზნის მისაღწევად .
-როგორც ჩვენთვისაა ეს უნიკალური შანსი დიდ საფეხბურთო ფორუმზე მოსახვედრად ,ასე
თვლის კოსოვოც,ჩრ.მაკედონიაც და ბელარუსიც.რის ხარჯზე შეგვიძლია ჩვენ ამ გუნდების
ძლევა ?
-მე ვფიქრობ ,რომ საფეხბურთო დისციპლინა ,რომელიც ამ ბოლო წლებში გამოვიმუშავეთ
ნელ-ნელა ვითარდება. კომპაქტურად ვთამაშობთ და ანაგარიშგასაწევი
ძალა ვართ ყველასთვის

ალბათ,ეს დამატებითი მოტივაციაა ,როდესაც ნახევარფინალიც და ფინალიც ,თბილისში
დინამო არენაზე გაიმართება .ქართველი გულშემატკივარი დიდი გამარჯვების
მოლოდინშია და იმედია ეს მუხტი თქვენც გადმოგედებათ.
-გულშემატკივარი,როგორც იტყვიან,მე-12  ფეხბურთელი მოედანზე. ძალიან დიდი
მოტივაციაა ,როდესაც შენს კედლებში გიწევს თამაში .ყველაფერს ვიზამთ ქართველი
გულშემატკივრის გასახარებლად

ახლა შენს საკლუბო კარიერაზე გკითხავ .ესბიერგში სტაბილურად თამაშობ ,მაგრამ გუნდს
ცუდი პერიოდი უდგას .ბოლოს წინა ადგილზეა.ასეთი ცუდი გამოსვლა რით აიხსნება ?
-ესბიერგს რაც შეეხება, რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ამას უფრო უიღბლობას დავაბრალებ.
კარგი გუნდი ვართ  იმედია ძალიან მალე ყველაფერი დალაგდება

-იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გამოცვლას ხომ არ აპირებთ?
-ესბიერგში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ძალიან მომწონს გუნდში შექმნილი ატმოსფერო და ჯერჯერობით აქედან წასვლას არ ვაპირებ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

 

ინტერვიუ მოამზადა ანა ოქრუაშვილმა

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ