ლიგის შემდეგ პრემიერლიგაც?

0
7

ეს კითხვა დიდი ხანია ისმის თუ როდის მოიგებს ლივერპული პრემიერლიგას, თუმცა მგონი ზუსტად ის დროა, რომ “სქაუზერების” ლოდინს წერტილი მალე უნდა დაესვას. ლივერპულმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მატჩი მოიგო, რითაც სიტის 9 ქულით, ხოლო მეორე ადგილზე მოულოდნელად მყოფ ლესტერს 8 ქულით უსწრებს.

იურგენ კლოპის ლივერპული ყოველთვის გამოირჩეოდა სანახაობრივი ფეხბურთით, თუმცა დრო და დრო საჭირო გახდა, ხან აგრესიული, ხან კი პრაგმატული ფეხბურთის ჩვენება და ამით გერმანელი სპეციალისტი ლივერპულის ფანების ოცნებებს რეალურს ხდის.

ლივერპული 3-1 სიტი

გოლები: 1-0 ფაბინიო 6, 2-0 სალაჰი 13, 3-0 მანე 51, 3-1 ბერნანდო 78

ლივერპული: ალისონი, არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი (მილნერი 61), ვაინალდუმი, სალაჰი(გომეზი 87), ფირმინო(ჩემბერლენი 79), მანე

სიტი: ბრავო, უოკერი, სტოუნსი, ფერნანდინიო, ანხელინო, როდრი, გიუნდოგანი, ბერნარდო, დე ბრუინი, სტერლინგი, აგუერო(ჟესუსი 71)

სხვა შეხვედრები

მანჩესტერი 3-1 ბრაიტონი

ვულვზი 2-1 ასტონ ვილა

 

 

 

 

 

 

“ლივერპულმა“ „სიტის“ აჯობა. 3:1 მოუგო და სანაკრებო პაუზის წინ, უახლოეს მდევარ, ამჯერად „ლესტერს,“ 8 ქულით გაუსწრო. მერსისაიდელებმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგეს სანუკვარი ტიტულისკენ, რომელიც 1990 წლის შემდეგ აღარ მოუგიათ. დავაკვირდეთ, 29 წლის წინათ, როცა პრემიერლიგა ჯერ არ არსებობდა.

მაგრამ, ამ მატჩში მოხდა რამდენიმე ეპიზოდი, რომელზეც ჯერ კიდევ დიდ ხანს იკამათებენ.

დაიწყო თამაში და მთავარი ფიგურა წლის მსაჯი – მაიკლ ოლივერი გახდა. დე ბრუინის დარტყმული ბურთი ალექსადერ-არნოლდს საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა, „ლივერპული“ მყის გადავიდა სწრაფ კონტრშეტევაზე, გიუნდოგანმა ბურთი უხეიროდ მოიგერია და ფაბინიომ ანგარიში გახსნა. შეიძლებოდა ამ გოლის ჩათვლა?

გოლის გაშვების შემდეგ „სიტი“ წინ წავიდა და კიდევ ერთი გოლი მიიღო. შესანიშნავი კონტრშეტევა, რობერტსონის პასი და სალაჰის თითქოს იოლი, მაგრამ ულამაზესი თავური.

და ისევ კითხვა: გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ეგვიპტელი თამაშგარეში იყო. შესაძლოა, დეტალური განხილვის შემთხვევაში, დაემტკიცებინათ, რომ სალაჰმა წესების დაცვით გაიტანა, მაგრამ განხილვა არც უფიქრიათ, რამაც მანჩესტერელებს დამატებითი სალაპარაკო მისცა.

იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა ბოლოსკენ 3:1-ზე, სტერლინგის დარტყმული საჯარიმოში ისევ ალექსადერ-არნოლდს მოხვდა ხელზე. გვარდიოლა გაგიჟდა, ხელების ქნევა და ღრიალი დაიწყო, მაგრამ ყური არავინ ათხოვა.

კიდევ გავიმეორებთ, ამ ეპიზოდების გარდა მერსისაიდელებმა ყველაფერში აჯობეს სტუმრებს.

„სიტი“ კი კარგა ხნის შემდეგ ჩამოქვეითდა მეოთხე პოზიციაზე.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-12 ტური. 10 ნოემბერი

ლივერპული – სიტი 3:1

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 324

1:0 ფაბინიო (6), 2:0 სალაჰი (13), 3:0 მანე (51), 3:1 ბერნარდუ სილვა (78)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი (მილნერი 61), მანე, სალაჰი (გომესი 87), ფირმინო (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 79),

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

სიტი: ბრავო, უოკერი, სტოუნზი, ფერნანდინიო, ანხელინიო, როდრი, გიუნდოგანი, დე ბრუინი, ბერნარდუ სილვა, სტერლინგი, აგუერო (გაბრიელ ჟეზუსი 71)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: როდრი (65)

მანჩესტერი – ბრაიტონი 3:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 73 556

1:0 პერეირა (17), 2:0 პრიოპერი (19 საკ. კარში), 2:1 დანკი (64), 3:1 რაშფორდი (66)

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, მაგუაირი, ვან-ბისაკა, უილიამსი (როხო 90+1), პერეირა (ლინგარდი 70), ფრედი, ჯეიმსი, მაკტომინეი, რაშფორდი (გრინვუდი 90+1), მარსიალი

მწვრთნელი: ულე გუნარ სულშერი

ბრაიტონი: რაიანი, დაფი, დანკი, მონტოია (მარჩი 46), ბერნი, სტივენსი, ტროსარი (გროსი 60), პრიოპერი, ალსატე, მოპე, კონოლი (მიურეი 46)

მწვრთნელი: გრემ პოტერი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: რაშფორდი (45), უილიამსი (58); სტივენსი (5), დანკი (19), მონტოია (30), ბერნი (45+2), პრიოპერი (74)

ვულვზი – ასტონ ვილა 3:1

1:0 ნევეში (41), 2:0 ხიმენესი (85), 2:1 ტრეზეგე (90+2)

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ