ლუკა ლოჩოშვილი: სანამ მცირე შანსი მაინც გვაქვს ბოლომდე ვიბრძოლებთ

0
219
Moussa DIABY of France and Luka LOCHOSHVILI of Georgia during the UEFA European Championship - Group B match between France U21 and Georgia U21 on November 15, 2019 in Nancy, France. (Photo by Aude Alcover/Icon Sport via Getty Images)

ძალიან ხშირად გვესმის ახალგაზრდა,  ქართველი სპორტსმენების წარმატებების შესახებ:  ფეხბურთში, კალათბურთში, რაგბიში, ჩოგბურთში და ა.შ. ეს არის  სფერო, რომელიც უყურადღებოდ არავის ტოვებს. საუკეთესოა შეგრძნება იმისა, როდესაც იგებ, რომ შენი ქვეყნის შვილმა სახელი გაითქვა, არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში. საქართველოში ახალგაზრდა, პერსპექტიული, ფეხბურთელების პრობლემა არასდროს იყო. მუდმივად გამოჩდება ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ლუკა ლოჩოშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დაცვის ხაზის ლიდერი და სლოვაკური გუნდის ჟილინას ფეხბურთელი გახლავთ. მან თავისი საფეხბურთო კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო. შემდეგ იყო კიევის დინამოში, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა, მუდმივი განათხოვრება სხვდასხვა კლუბებში.

90wuti.ge ლუკას დაუკავშირდა და მას სხვადასხვა თემებზე ესაუბრა.

-ლუკა, კიევის დინამოდან სლოვაკურ ჟილინაში გადასვლის მთავარი მიზეზი სათამაშო დროის ნაკლებობა იყო. ამჟამად გუნდში სამატჩო განაცხადშიც ვერ ხვდებით. რა არის ამის მიზეზი? დიდი კონკურენციაა გუნდში თქვენ პოზიციაზე თუ სამწვრთელო შტაბი არ გენდობათ?

-სლოვაკეთში უთამაშებლობის მიზეზი ჩემთვისაც გაუგებარი იყო, თუმცა ჩემი აზრით, პრობლემა ის იყო, რომ მათთან სრულფასოვანი კონტრაქტი არ მქონდა. შესაბამისად გამოსყიდვის პირობები არ აწყობდათ, ამიტომ ნაადრევად ჩამომწერეს და მისცეს თამაშის უფლება იმათ, ვისაც სრულფასოვანი კონტრაქტი გააჩდათ.

-საქართველოს, ახალგაზრდული ნაკრების დაცვის ხაზის ლიდერი ხართ და ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების წინ სათამაშო პრაქტიკის არ ქონა ძალიან ცუდია. გუნდის შეცვლას ხომ არ აპირებთ, სადაც მეტი პრაქტიკის შესაძლებლობა გექნებათ?

-დიახ, სათამაშო პრაქტიკა ძალიან მნიშვნელივანია მითუმეთეს , როდესაც ესეთ ძლიერ გუნდებს ეთამაშები. ვფიქრობ, ეს პრობლემა რომ არ მქონოდა ორჯერ უკეთეს თამაშს ვაჩვენებდი. რაც შეეხება გუნდის შეცვლას ველოდები რაღაც ვარიანტებს. იმედია მალე გადაწყდება ყველაფერი და დინამო კიევთან კონტრაქტსაც მალე გავწყვიტავ, რადგან ეს ბევრ რამეს ართულებს.

-ახალგაზრდულ ნაკრებზეც უნდა გკითხოთ. ზედიზედ სამი მარცხი განიცადეთ. მსაჯის შეცდომების გარდა რა იყო ამ მარცხების მიზეზი?

-დიახ, დაუშვა მსაჯმა გარკვეული შეცდომები, რამაც მატჩის შედეგზე იმოქმედა. გარკვეული დავალებები ჩვენც ვერ შევასრულეთ, მარტო მსაჯსაც ვერ დავაბრალებ. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ალბათ იღბალი იყო, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ გვწყალობდა.

– უკვე ოფიციალურად გადაწყვეტილია, რომ საქართელოს ახალგაზრდული ნაკრები გიორგი ცეცაძემ დატოვა. ახალი მწვრთნელი გეყოლებათ. შესარჩევ ციკლში მწვრთნელის ცვლილება რამდენად კარგია და ცუდად ხომ არ იმოქმედებს ეს ფაქტი გუნდზე?

-გიორგი ცეცაძეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან ძლიერი მწვრთნელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფრო უარყოფითად იმოქმედებს ვიდრე დადებითად, რადგან მის ხელში ჩემი აზრით, კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით. ყველამ იცოდა მინდორზე ვინ, რას აკეთებდა. კიდევ ვიმეორებ მცირე იღბალი და ძალიან კარგი შედეგები გვექნებოდა. წარმატებები მინდა ვუსურვო გიორგის. ის, მართლაც ძლიერი მწვრთნელია.

-რამდენად რეალურია შანსი, რომ ახალგარდულმა ნაკრებმა შეძლოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა?

-შანსი ყოველთვის არსებობს, რა თქმა უნდა, რთული სიტუაციაა მაგრამ ოთხი თამაში სახლში გვაქვს ჩასატარებელი. ყველაფერი ჩვენ ხელშია, არავინ იცის რა მოხდება, ვიბრძოლებთ ბოლო თამაშამდე ეს შემიძლია დანამდვილებით ვთქვა

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ