მამუკა გორგოძე: ჯერ 6 ერის დონეზე ნამდვილად არ ვართ

0
108

ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ მამუკა გორგოძემ 20-წლიანი სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ  ნატახტარის ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაში გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. მათ შორის, მან საქართველოს ნაკრების 6 ერში პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ჯერ ჩვენ 6 ერისგან შორს ვართ. 6 ერის გუნდთან  ერთი მატჩი ვერ ვითამაშეთ კარგად, რომ ჩვენი სიძლიერე დაგვემტკიცებინა. უმჯობესია, ჩვენი დონის გუნდებისთვის, როგორებიცაა: ფიჯი, სამოა, ახალი ტურნირი შეიქმნას და იქ ვითამაშოთ. იქ უფრო მოგვეცემა თავის დამკვიდრების საშუალება, რადგან 6 ერს ამ ეტაპზე ჩვენ ნაღდად ვერ გავქაჩავთ,“ – აღნიშნა მამუკა გორგოძემ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ