მეოთხე ცენტურიონი და პრინციპული მატჩი უმაყურებლოდ

0
25

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც ერთი კვირით ადრე, პორტუგალიასთან გამარჯვებით მეთორმეტედ მოიპოვეს „რაგბი ევროპის ჩემპიონობა” ტურნირის დასკვნითი და ყველაზე პრინციპული მატჩისთვის ემზადებიან.

„ბორჯღალოსნები” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთს დაუპირისპირდებიან. სამწუხაროდ, COVID 19-ის (კორონავირუსი) გავრცელების პრევენციის მიზნით აღნიშნული მატჩი დახურულ კარს მიღმა (უმაყურებლოდ) გაიმართება.

ასევე, რამდენიმე წუთის წინ, მედია საშუალების წარმომადგენლებს ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინება მოგვივიდა, რომლითაც გვაუწყეს, რომ მატჩზე მედიაც არ  დაიშვება.

ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდის სამატჩო განაცხადი გამოაცხადა. რუსეთთან შეხვედრაში „ბორჯღალოსანთა” კვართს მეასედ მოიგებს და საქართველოს ნაკრების მეოთხე ცენტურიონი (100 მატჩი ნაკრებში) გახდება ლაშა მალაღურაძე.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

15. იოსებ მათიაშვილი (ლელო სარასენსი), 14. აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი)

1.მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში) ; 5. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი); 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), 8. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენსა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92); 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე); 19. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი); 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე); 22. ლაშა ხმალაძე (ბათუმი); 23. დემურ თაფლაძე.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ