მერაბ კვირიკაშვილი საუკეთესო მექულეებს შორის

0
42

ლეგენდარული ქართველი მორაგბის მორიგი აღიარება. ცნობილმა სარაგბო გამოცემამ “Ultimate Rugby”  2010-2019 წლებში სანაკრებო მატჩებში მოპოვებული ქულების მიხედვით მოთამაშეთა საუკეთესო ათეული შეადგინა. ათეულში საპატიო მეშვიდე-მერვე ადგილებს იაპონელ აიომუ გორომარუსთან 687 ქულით მერაბ კვირიკაშვილი იყოფს. მეკომ  “ბორჯღალოსნების” რიგებში 115 მატჩი ჩაატარა და 4 მსოფლიო ჩემპიონატში (2003, 2007, 2011, 2015) მიიღო მონაწილეობა.

სიის სათავეში 906 ქულით ინგლისის ნაკრების კაპიტანი ოუენ ფარელია, მეორე ადგილს რუმინელი ფლორიან ვლაიკუ (789), ხოლო მესამეს ირლანდიელი ჯონათან სექსტონი (765) იკავებს.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ