მეტრეველი დამარცხდა. ანგარიში თანაბარია

0
12

ნიკოლოზ ბასილაშვილის მარტივი გამარჯვების შემდეგ, დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მეორე შეხვედრაში სანდრო მეტრეველი ესტონელ კრისტიან ტამთან სამ სეტში 4:6; 6:4; 3:6  დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ჩოგბურთელები უმეტეს შემთხვევაში ახერხებდნენ საკუთარი მოწოდების აღებას. მატჩში მხოლოდ სამი „ბრეიქი” ვიხილეთ, სამწუხაროდ ორის ავტორი ტამი გახდა, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზეც იქონია გავლენა.

პირველი დღის შემდეგ, საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების დაპირისპირებაში ანგარიში თანაბარია-1:1

ხვალ, შეხვედრა წყვილთა თანრიგში გაიმართება, რომელშიც ჩვენი გუნდის მხრიდან გიორგი ცივაძე და ზურაბ ტყემალაძე იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, გამარჯვებისთვის რომელიმე გუნდს სამი შეხვედრის მოგება მართებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ