მთავარი სენსაცია და გიჟური ქამბექები

0
22

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური დიდი სენსაციით დაიწყო, სადაც საკუთარ კედლებში დაგეგმილი სამი ქულა ვერ მოიპოვა ბარსელონამ და სლავიას ნულოვანი ფრეთი გაეყარა. თავის მხრივ, ჩეხთა მოსაწონად უნდა ითქვას, რომ ოთხი ტურის შემდეგ, აღებული მეორე ქულაც გასვლაზე მოიპოვეს და ,,ჯუზეპე მეაცაზე” არ წაგების შემდეგ, არც ,,კამპ ნოუზე” დამარცხდნენ. გუნდების თითო-თითო გოლი VAR-ის მეშვეობით გაუქმდა, ხოლო მესის ბრწყინვალე რეიდის შემდეგ სტუმრები ძელმა გადაარჩინა. (0-0)

ბარსელონა 0-0 სლავია

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედო, პიკე, ლენგლე, ალბა(რობერტო 46), ვიდალი, ბუსკეტსი(რაკიტიჩი 68), დე იონგი, მესი, დემბელე(ფატი 65), გრიზმანი

მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

სლავია: კოლარი, კუფალი, კუდელა, ფრიდრიხი, ბორილი, სუჩეკი, ტრაორე(ტეჩლი 57), სევჩიკი, სტანჩიუ(ჰუსბაუერი 63), ოლაინკა, მასოპუსტი(პროვოდი 82)

მთავარი მწვრთნელი: ინდრიხ ტრპისოვსკი

ამავე ჯგუფში საოცარი ქამბექი ვიხილეთ დორტმუნდის შესრულებით, რომლელიც ერთი შეხედვით, უიმედოდ მარცხდებოდა, თუმცა მეორე ნახევარში ყვითლებმა ნამდვილი გერმანული ხასიათი გამოავლინეს და თამაშიც სათავისოდ დაასრულეს. (3-2)

დორტმუნდი 3-2 ინტერი

დორტმუნდი: ბიურკი, ჰაკიმი, აკანჯი, ჰუმელსი, შულცი, ვიტსელი, ვაიგლი, სანჩო(პისშეკი 82), ბრანდტი, აზარი(გერეირო 88), გიოტცე(ალკასერი 64)

მთავარი მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

ინტერი: ჰანდანოვიჩი, გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი, კანდრევა, ვესინიო(სენსი 68), ბროზოვიჩი, ბარელა, ბირაგი(ლაზარო 66), მარტინეზი, ლუკაკუ(პოლიტანო 73)

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0-1 მარტინეზი, 0-2 ვესინიო, 1-2 ჰაკიმი, 2-2 ბრანდტი, 3-2 ჰაკიმი

ყველაფრის… ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყველაფრის მნახველი გახდა ,,სტემფორდ ბრიჯზე” შეკრებილი გულშემატკივარი, ეს ნამდვილი სანახაობა იყო. ორი ავტოგოლი, ორი პენალტი, ორი წითელი ბარათი და ძალზე დრამატულ მომენტში ვიდეორეფერის მიერ გაუქმებული გოლი და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ არა კეპას ბრწყინვალე სეივი 9 კაცის ამარა დარჩენილ „აიაქსს“ მატჩის მოგებაც კი შეეძლო. არისტოკრატებმა სამი ბურთის გაბათილება მოახერხეს. (4-4)

ჩელსი 4-4 აიაქსი

ჩელსი: კეპა, აზპილიკუეტა, ზუმა, ტომორი, ალონსო, კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, მოუნტი, ვილიანი, აბრაჰამი, პულიშიჩი

მთავარი მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

აიაქსი: ონანა, მაზრაუი, ველტმანი, ბლინდი, ტალიაფიკო, ვან დე ბეეკი, მარტინეზი, ზიეჩი, ნერეში, ტადიჩი, პრომესი

მთავარი მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

გოლები: 0-1 აბრაჰამი(ს.კ) , 1-1 ჟორჟინიო(პენალტი), 1-2 პრომესი, 1-3 კეპა(ს.კ), 1-4 ვან დე ბეეკი, 2-4 აზპილიკუეტა, 3-4 ჟორჟინიო(პენალტი), 4-4 ჯეიმსი

გააძევეს: ბლინდი 68, ველტმანი 69

სხვა შეხვედრების შედეგები:

ლივერპული 2-1 გენკი

გოლები: 1-0 ვეინალდუმი, 1-1 სამატა, 2-1 ჩემბერლენი

ნაპოლი 1-1 ზალცბურგი

გოლები: 0-1 ჰალანდი(პენალტი), 1-1 ლოზანო

ზენიტი 0-2 ლაიპციგი

გოლები: 0-1 დემე, 0-2 საბიტცერი

ლიონი 3-1 ბენფიკა

გოლები: 1-0 ანდერსენი, 2-0 დეპაი, 2-1 სეფეროვიჩი, 3-1 ტრაორე

ვალენსია 4-1 ლილი

გოლები: 0-1 ოსიმენი, 1-1 პარეხო(პენალტი), 2-1 სოუმარო(ს.კ), 3-1 კონდოგბია, 4-1 ტორესი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ