მიეცით ხმა ლაშა ტალახაძეს!

0
38

ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოსა და ევროპის  4-გზის ჩემპიონს, პლანეტის უძლიერეს ადამიანს ლაშა ტალახაძეს ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე  გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელშიც მამაკაცთა და ქალთა შორის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნებს გულშემატკივრები ირჩევენ.

ლაშამ აღნიშნულ გამოკითხვაში ორჯერ გაიმარჯვა და ეს მესამეც უნდა შეძლოს. ამ საჩხერელ გოლიათს ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი ბედნიერი წამი უჩუქებია და ის იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას.

ლაშა ტალახაძისთვის ხმის მიცემა აღნიშნულ ვებგვერდზე შეგიძლიათ-https://www.iwf.net/

ხმის მიცემის ვიდეო ინსტრუქცია ნახეთ ვიდეოში

მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო.

მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო. იმისათვის, რომ ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მესამედ მოიპოვოს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის სტატუსი, საჭიროა შეხვიდეთ გვერდზე www.iwf.net და მიჰყვეთ ინსტრუქციას, რომლის ვიდეო-გაკვეთილსაც აქვე გთავაზობთ.

Posted by Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 14 იანვარი, 2020

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ