მოლაეის გერმანიამ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა

0
4

2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე,რომელსაც ირანმა ბოიკოტი გამოუცხადა,ირანელი მსოფლიო ჩემპიონი საიდ მოლაეი მაინც გამოვიდა.იგი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლუკა მაისურაძესთან დამარცხდა.

როგორც თავად სპორტსმენი ამბობს, მას ირანის ხელისუფლება ტურნირზე გამოსვლას ებრაელ საგი მუკის გამო უკრძალავდა.ირანისა და ისრაელის რთული დამოკიდებულება ყველას მოგეხსენებათ და ირანში არ უნდოდათ მოლაეის ებრაელის გვერდით ეასპარეზა.  მოლაეის თქმით,მას მთელი ტურნირის განმავლობაში უკავდირდებოდნენ ირანის ხელისუფლების წევრები და მასზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საიდ  მოლაეიმ თქვა,რომ ის მიჯნავს სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთისგან და მომავალში სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას გეგმავს.

დღეს კი  ცნობილი გახდა, რომ ირანელ სპორტსმენს გერმანიამ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ