მოსკოვის ტორპედო – გორის დილა (მატჩის პრევიუ)

0
323

გორის დილა თურქული შეკრების ფარგლებში, პირველ ამხანაგურ შეხვედრას ხვალ თბილისის დროით 17:00 საათზე ჩაატარებს.

მოსკოვის ტორპედოზე… 

მოსკოვის ტორპედო რუსეთი პირველ დივიზიონში ასპარეზობს და 25 ტურის შემდეგ, 51 ქულით მეორე ადგილს იკავებს. გუნდის საუკეთესო მოთამაშე 24 წლის ცენტრალური თავდამსხმელი, ივან სერგეევი გახლავთ, ის პირველი დივიზიონის თანაბომბარდირია ალექსანდრ რუდენკოსთან ერთად.

გორის დილას ადგილობრივ შეკრებაზე…

გორის დილამ თურქეთში გამგზავრებამდე ექვსი სპარინგ შეხვედრა ჩაატარა: დილა 0:0 ვიტ ჯორჯია დილა 2:5 ბათუმის დინამო დილა 1:1 თბილისის მერანი დილა 1:0 სამტრედია დილა 1:1 დუშეთის არაგვი დილა 1:0 საჩხერის ჩიხურა

დილას მეტოქეებზე…

გორელები, მოსკოვის ტორპედოს გარდა, 16 თებერვალს უკრაინის პერშა ლიგის წარმომადგენელ ჩერნომორეცთან ჩაატარებს. 18 თებერვალს უკვე ბელორუსის უმაღლესი ლიგის შახტიორს დაუპირისპირდება. თურქული შეკრების დასკვნით მატჩს კი, 20 თებერვალს ყაზახეთის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ ტარაზის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ