ნადალის და ტიმის 4 სეტიანი ბრძოლა

0
6

Australian Open ნელ-ნელა დასკვნით ფაზას უახლოვდება. უკვე ცნობილი ერთი ნახევარფინალური წყვილი (ფედერერი-ჯოკოვიჩი), მეორე ნახევარფინალური წყვილის ვინაობა კი სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა.

ალექსანდრ ზვერევი ნახევარფინალში ფრანგ დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება, რომელმაც რაფა ნადალი მეოთხედფინალიდან გამოთიშა ასპარეზობას.

ტიმმა მატჩი 4 სეტში (6-7 ; 6-7 ; 6-4 ; 6-7) მოიგო. თავის მხრივ ზვერევმა სტენ ვავრინკა ასევე 4 სეტში (6-1 ; 3-6 ; 4-6; 2-6) დაამარცხა.

ნახევარფინალები 30 და 31 იანვარს გაიმართება.

ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც ფინალში სწორედ რაფა ნადალი დაამარცხა 2019 წელს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ