ნეიმარმა მორიგი წარმატება იზეიმა

0
9

პერუს დედაქალაქ ლიმაში, მონუმენტალის  სტადიონზე გამართულ მატჩში ლიბერტადორესის თასის გამო ერთმანეთს   ბრაზილიური ფლამენგო და არგენტინული „რივერ პლეიტი“ დაუპირისპირდნენ.

სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვბული ბრაზილიური გუნდი გახდა. ანგარიშით (2:1) რივერ პლეიტი  ფინალშიდამარცხდა.

ლიბერტადოისი თასი ეს არის ყოველწლიური  საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება კონმებოლის მიერ წამყვანი სამხრეთ ამერიკული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1960 წლიდან ქვეყნის ჩემპიონ კლუბებს შორის. აღსანიშნავია, რომ ეს ტურნირი ანალოგიურია ევროპული უეფა-ს ჩემპიონტა ლიგისა.

რაც შეეხება გადამწყვეტ საფინალო თამაშშს, ანგარიში მე -14 წუთზე „რივერის“ ფორვარდმა რაფაელ ბორემ  გახსნა. მატჩი მთელი თამაშის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული იყო განსაკუთრებით კი მეორე ტაიმი, სადაც 89-ე წუთზე ფლამენგოს თავდამსხმელმა გაბრიელ ბარბოზამ ანგარიში გაათანაბრა და სულ რაღაც სამი წუთის შემდეგ გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ დამატებით დროში მსაჯმა ბარბოზა და რივერის ფეხბურთელი, ესეკიელ ალასიოსი მოედნიდან გააძევა.

რა თქმა უნდა, ამ წარმატებას ბრაზილიელები დიდი სიხარულით შეხვდნენ, განსაკუთრებით კი ნეიმარი. გულშემატკივარს  პსჟ-ს მთავარმა ფორვარდმა თავისი ემოციები ინსტაგრამის საშუალებით გაუზიარა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ