ნიკოლოზ ბასილაშვილის საბოლოო პოზიცია ცნობილია

0
9

საჩოგბურთო სამყაროსთვის 2019 წლის სეზონი დასასრულს უახლოვდება. პარიზში უკანასკნელი მასტერსი მიმდინარეობს, ხოლო სეზონს ვაჟთა შემაჯამებელი ტურნირი დახურავს.

საუკეთესო 8 ჩოგბურთელის გარდა, სეზონი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვისაც დასრულდა. ჩვენებურმა, ჩავარდნის მიუხედავად, მაღალი პოზიცია მაინც შეინარჩუნა და მსოფლიოს 26-ე ჩოგანია.

გასული წლიდან მოყოლებული, ბასილაშვილი საუკეთესო 20 ჩოგბურთელს შორის შედიოდა, მაგრამ სეზონის მიწურულს მხრის ტრავმამ თავისი გაიტანა და ნიკოლოზი მესამე ეშელონში გადავიდა. ამის მიუხედავად, განვლილი წელი უარყოფითად არ უნდა შეფასდეს.

იყო წარმატებული ტურნირებიც, რის შემდეგაც, სარეკორდო, მე-16 პოზიცია დაიკავა. ამასთან, ჰამბურგის ტიტული დაიცვა და როჯერ ფედერერის შედეგი გაიმეორა. 27 წლის ჩოგბურთელმა ჯამში 52 შეხვედრა გამართა, საიდანაც 28 გამარჯვებით დაასრულა.,

აღსანიშნავია, რომ ბალახის საფარის გარდა (1:3), დარჩენილ ორზე დადებითი ბალანსი დააფიქსირა. ჰარდის საფარზე მისი მოგება-წაგების ბალანსი 17:15_ს უტოლდება, ხოლო თიხაზე 10 მატჩი მოიგო, ხოლო 6 წააგო. ჰამბურგის ტურნირი სწორედ ამ საფარზე ტარდება.

სეზონის განმავლობაში იყო როგორც ხმაურიანი გამარჯვებები, ისე ძალზედ მოულოდნელი წაგებები. ზემოთხსენებული მოგებული ტურნირის ნახევარფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს სასწაული შეხვედრა დაუტრიალა და ფინალში დამსახურებულად გავიდა. ამასთან, დოჰაში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, ერთი სეტი წაართვა.

ბასილაშვილი ოპერაციას გაიკეთებს, რის შემდეგაც, ახალი სეზონისთვის უფრო დიდი შემართებით დაბრუნდება. ამასთან, ATP თასზე საქართველოს სახელის დაცვა მოუწევს.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ