ნიკოლოზ ბასილაშვილმა საქართველო დააწინაურა

0
47

ნიკოლოზ ბასილაშვილის დამაჯერებელი გამარჯვება დევისის თასზე! მზიურის ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კორტები დევისის თასის გათამაშების ევრო/აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის შეხვედრებს მასპინძლობს. დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრები ესტონეთს მასპინძლონს.

პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერი, 3 ATP-ის ტურნირის გამარჯვებული, მსოფლიო რეიტინგის 27-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვლადიმერ ივანოვს დაუპირისპირდა და საკმაოდ დამაჯერებლად, მაღალი კლასის ხარჯზე 6:4; 6:1 დაამარცხა.

პირველი სეტი, ყველასთვის მოულოდნელად წარიმართა და ესტონელმა ნიკას „დაბრეიქებაც” მოახერხა, მაგრამ ბოლოს ქართველმა მაინც შეძლო სეტის აღება.

მეორე სეტში კი დაძაბული პირველი გეიმის შემდეგ, „ბასილამ” შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და 6:1 დაამარცხა იგი.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები ესტონეთთან მატჩში დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრაში ალექსანდრე მეტრეველი კრიტიან ტამს დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ