ნოვაკის იოლი და ტიმის პრინციპული გამარჯვება

0
6

ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირი მშვიდი გამარჯვებით გახსნა, რომელსაც მატეო ბერეტინისთან ერთ საათში მიაღწია. სერბმა იტალიელს 6-2, 6-1 მოუგო. მთავარი ამბები კი მეორე შეხვედრაში მოხდა, სადაც დომინიკ ტიმმა როჯერს ასევე ორ სეტში 7-5, 7-5 აჯობა.

აქამდე ჯოკოვიჩის და ბერეტინის გზები არც ერთ ტურნირზე არ გადაყრილა, შესაბამისად მათ პირველი ურთიერთშეხვედრა გამართეს და რაც შეეხება ტიმისა და ფედერერის სტატისტიკას, აქ ავსტრიელს საგრძნობი უპირატესობა აქვს (5-2) მეტიც, ტიმმა როჯერს წლეულს მესამე მატჩი მოუგო.

მომდევნო ტური: ბერეტინი – ფედერერი, ჯოკოვიჩი – ტიმი

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ