ოდიკაძე ტიტულოვან რუსთან უშანსოდ დამარცხდა

0
36

მორიგი წაგებული ნახევარფინალი. იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ) ტიტულოვან რუსს, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონს, აბდულრაშიდ საიდულაევს, დაუპირისპირდა და, პრაქტიკულად, უშანსოდ წააგო.

ოდიკაძეს რამდენჯერმე ჰქონდა ილეთის გაკეთების მცდელობა, მაგრამ  საიდულაევმა დაიჭირა კონტრილეთზე და პირიქით აართვა ქულები.

ასე რომ, ელიზბარ ოდიკაძე და მირზა სხულუხია ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.

ოთარ გოგავა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ