ოთარ კაკაბაძე: ყველა ვაცნობიერებთ, მარტის თამაშები რას ნიშნავს ქართველი ხალხისთვის

0
49

24 წლის ქართველი ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე,რომელიც ლუცერნისა და საქართველოს
ეროვნული საფეხბურთო გუნდის მარჯვენა მცველია, 19 ნოემბერს ხორვატია-საქართველოს
ამხანაგურ   შეხვედრაში  კოჭის ტრავმა მიიღო და მოედანი სამედიცინო პერსონალის
დახმარებით დატოვა. როგორც წესი, კოჭის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და იმის
გათვალისწინებით, რომ მარტში ჩვენს ნაკრებს უმნივნელოვანესი თამაშები ელის ნიჭიერი
და ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელის, ოთარ კაკაბაძის, დანაკლისი დიდი დარტყმა
იქნებოდა. მითუმეტეს ,რომ ეროვნული ნაკრების განაცხადში მის გარდა ნომინალური
მარჯვენა მცველი არ გვყავს .საბედნიეროდ ოთო მოედანს მალე დაუბრუნდება ახალი
შემართებით და დიდი მოტივაციით.
„90wuti.ge“ საქართველოს ნაკრებისა და ლუცერნის მარჯვენა მცველს ოთარ კაკაბაძეს
დაუკავშირდა და  მას სანაკრებო ბატალიებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
-ოთო ,უპირველს ყოვლისა, თქვენს ჯანმრთელობაზე გკითხავთ.ხორვატიასთან თამაშისას კოჭის
ტრავმა მიიღეთ და მოედნის ნაადრევად დატოვება მოგიწიათ .ამ ეტაპზე როგორ გრძნობთ თავს
და რამდენ ხანში შეძლებთ მოედანზე დაბრუნებას ?
-სამწუხაროა ,რომ ამ უიღბლობის გამო ხორვატიასთან თამაში ვერ დავასრულე და ლუცერნს
დარჩენილ ოთხ ტურშიც ვერ ვეხმარები.მაგრამ ტრავმა იმაზე მსუბუქი აღმოჩდა ვიდრე
მეგონა ,სავარაუდოდ გუნდთან ვარჯიშს იანვრის თვიდან შევძლებ და სეზონის მეორე
ნახევრის დაწყების წინ შეკრებასაც სრულფასოვნად გავივლი.

ოთო მარტში ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის და ისტორიული შანსი გვაქვს დიდ
საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშოთ .ქართველი ქომაგი ამ მატჩს დიდი იმედით ელის
.თქვენ რას ფიქრობთ ,რამდენად რეალურია შანსი ისტორიული შედეგი დავაფიქსიროთ? 
-ქართველმა გულშემატკივრებმა ნამდვილად დაიმსახურესს ის,რომ იხილონ საქართველოს
ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე.ფინალში გასვლის შემთხვევაში სახლში ვითამაშებთ ,რაც
რა თქმა უნდა გამოსაყენებელია .მე ვფიქრობ ,რომ ჩვენს ნაკრებს ეს ნამდვილად
შეუძლია.წარმოიდგინეთ რა მოხდება ჩვენ თუ ეს შევძელით .უბრალოდ იმას დავამატებ
,რომ ყველა ფეხბურთელი აცნობიერებს თუ რასთან გვაქვს საქმე და ეს ძალიან
მნიშვნელოვანია .

როგორც ჩვენთვის, ასევე იმ სამი გუნდისთვისაც, ერთა ლიგა ისტორიული შანსია დიდ
საფეხბურთო ფორუმზე მოსახვედრად .რას იტყვი ჩვენს მეტოქეებზე და რა უნდა
დაუპირისპიროს საქართველოს ნაკრებმა წარმატების მისაღწევად ?

-რა თქმა უნდა, იმ სამ გუნდსაც არანაკლებ უნდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში.ნამდვილად
კარგი გუნდი ჰყავს სამივეს და მათი გულშემატკივარიც მათგან მოგებას ელის.სწორედ
ამიტომ არის ამხელა მოლოდინი.რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენ პრეტენზია გვაქვს

რომ ამ სამ გუნდზე ერთი თავით მაღლა ვიდგეთ მითუმეტეს სახლში თამაშის დროს
.დანარჩენს რას დავუპირისპირებთ და როგორ ამას კარგად გავივლით ყველანი ერთად,
მაგრამ მთავარი არის ვაჩვენოთ ტრიბუნაზე და მოედანზე ,რომ იმ გუნდებზე ძალიან ჩვენ
გვინდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში.

დიდი მნიშვნელობა ექნება მარტის თამაშებს.იმედია სტადიონი ბოლომდე გაივსება და ეს
მუხტიც თქვენზე გადმოვა.
-ეჭვი არ მეპარება ,რომ სტადიონს გავავსებთ ,ჩვენი გულშემატკივრი იმხელა ენერგიას
გვმატებს, რომ ამის ახსნა შეუძლებელია .სწორედ ეს არის ჩვენი უდიდესი პლიუსი იმ სამ
გუნდთან შედარებით .დიდი იმედი მაქვს, ჩვენს თამაშს მოვახვევთ თავს, რადგან ბედნიერი
ჩვენ და ქართველი ხალხი უნდა დარჩეს.
ახლა,თქვენს საკლუბო კარიერაზე გკითხავთ .შვეიცარიულ ლუცერნში საკმაოდ მაღალ
დონეზე თამაშობთ .ბევრი ქართველი გულშემატკივარი თვლის ,რომ უკეთეს გუნდში
თამაშს იმსახურებთ .უახლოეს პერიოდში ხომ არ აპირებთ გუნდის შეცვლას?
-ზაფხულამდე აუცილებლად ლუცერნს დავეხმარები,ცხრილში დაძაბულობაა,გასავარდნ
ზონას ვუახლოვდებით და წინ რთული თამაშები გველის ,ზაფხულის შემდეგ კი ვნახოთ
,არაფერია გამორიცხული. გულშემატკივარს კი ვეტყვი,რომ ჩემი მიზნები დიდია და
დიდი ხნით შვეიცარიაში გაჩერებას არ ვაპირებ .

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ