ორი წლის მსგავსად, ჩემპიონი „დინამო არენაზე” გაირკვევა/ შეძლებს ვიტ ჯორჯია კარის ხმაურიან გაჯახუნებას?

0
93

ორი წლის მსგავსად, ამჯერადაც საქართველოს ჩემპიონის ბედი  „დინამო არენაზე” გადაწყდება. თბილისის დინამო საკუთარ მოედანზე ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებულ თბილისის ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში  ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს მეჩვიდმეტედ დაესაკუთრება.

ბოლო ტურის წინ, ჩისკო მუნიოსის გუნდს 72 ქულა აქვს და აჭარელ თანამოსახელეს 2 ქულით უსწრებს. ბათუმის დინამო კი, თავის მხრივ, ბოლო ტურში თბილისის ლოკომოტივს ესტუმრება.

თბილისის დინამო 2 წლის წინ, ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში იყო.  2017 წლის სეზონში თბილისელები ტორპედოს 2 ქულით უსწრებდნენ და მათ ჩემპიონობის უკეთესი შანსი ჰქონდათ, მაგრამ როინ კვასხვაძის გმირობამ დინამოს ჩემპიონობა დააკარგვინა. ამჯერად, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს გაცილებით სუსტი მეტოქე ჰყავს, მაგრამ ვიტ ჯორჯიას დინამოს გამწარება არაერთხელ მოუხერხებია. ვნახოთ, შეძლებს თუ არა დინამო ჩემპიონობას თუ „დინამო არენაზე” მორიგ გლოვას ვიხილავთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ