ოფიციალურად ! აიაქსმა ზიეჩი გაყიდა

0
15

აიაქსის მაროკოელი ლიდერი, ჰაკიმ ზიეჩი, 1 ივნისს ოფიციალურად ჩელსიში გადაბარგდება. ტრანსფერი ორივე კლუბმა დაადასტურა.

27 წლის მოთამაშე ლონდონურ კლუბს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, ბონუსებით ეს თანხა შესაძლოა 44 მილიონამდე გაიზარდოს.

ჰაკიმს აიაქსის შემადგენლობაში უკვე 160 მატჩი დაუგროვდა, მის ანგარიშზე 48 გოლი და 82 საგოლე გადაცემაა.

აიაქსთან ერთად მან ნიდერლანდების ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო. ასევე 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც ითამაშა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ