ოფიციალურად: საქართველო-ბელარუსი გადაიდო

0
114

მატჩი, რომელსაც მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო და უამრავი გულშემატკივარ ელის ოფიციალურად გადაიდო. საქართველო-ბელარუსის მატჩი 26 მარტს არ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება Uefa-ს  კონფერენციაზე მიიღეს, რომელსაც ორგანიზაციის წევრი 55 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებოც ესწრებოდნენ.

აღნიშნული მატჩის ჩატარების ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ ის აუცილებლად ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე ანუ ამ წლის სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.

გეტყვით იმასაც, რომ ერთი წლით გადაიდო ევროპის ჩემპიონატიც და ის 2021 წლის ზაფხულში ჩატარდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ