პაპუნაშვილი შესაძლოა ახალ კლუბში გადაბარგდეს

0
23

თუ ესპანურ გამოცემას, Heraldo.Es-ს დავუჯერებთ, გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსას დატოვებს და სეგუნდა დივიზიონის მეორე წრეს სხვა ესპანურ კლუბში გაატარებს, სავარაუდო კლუბად კი ექტრემადურა სახელდება.

ახალგაზრდა ქართველი ბოლო პერიოდში მოლაპარაკებებს აწარმოებდა რასინგთან, თუმცა სარაგოსამ გარკვეული რაოდენობის მატჩების ჩატარების პუნქტის დამატება მოინდომა კონტრაქტში, რაც რასინგმა არ ისურვა და მოლაპარაკებები ჩაიშალა.

კიდევ ერთი გუნდი, რომელიც პაპუნაშვილის დამატებას ცდილობს არის ლუგო, თუმცა ექსტრემადურამ უკვე თითქმის ყველაფერი მოაგვარა სარაგოსასთან.

24 წლის ქართველმა წელს 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამწუხაროდ მან ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა ვერ მიითვალა პირად აქტივში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ