პატარა სვანი გოგო, რომელმაც ისტორია დაწერა

1
836

სპორტი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრება. ბევრი ადამიანისთვის სპორტის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.  საქართველოში არსებული სტერეოტიპის მიხედვით, სპორტი და განსაკუთრებით ძალისმიერი სპორტი, როგორიცაა ძიუდო, მამაკაცთა სახეობად ითვლებოდა და საქართველოში ქალთა ძიუდო, მხოლოდ ბოლო ხანს აღორძინდა.თან როგორ აღორძინდა. ადრე, ქართველი ქალი ძიუდისტები დიდ ტურნირებზე ტურისტებად მიდიოდნენ, ამჯერად მამაკაცებზე არანაკლებ გვახარებენ. ეთერ ლიპარტელიანმა 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რითაც ამ პატარა სვანმა გოგომ  ქართული სპორტის ისტორია დაწერა.

90wuti.ge ეთერს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

ეთერ, მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.როდის დაინტერესდით ძიუდოთი და რატომ გადაწყვიტეთ ამ სპორტს გაყოლოდით?

– ძიუდოთი ბავშვბოდანვე ვიყავი დაინტერესებული. სვანეთში ძიუდოისტთა დარბაზში გოგონათა წრე არ იყო და ამტიომ ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა სავარჯიშოდ თბილისში წამოვსულიყავი. აქტიურ სპორტში 10 წლიდან ვარ. ვარჯიში კახა მოცრაძესთან დავიწყე და დღემდე მასთან ვვარჯიშობ.

-ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს ამ გადაწყვეტილებას? რადგან ძიუდო მაინც სახიფათო სპორტია, მითუმეტეს მანდილოსნისთვის.

– მამაჩემს ძალიან სურდა ამ სპორტს გავყოლოდი და ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. დედაჩემს თავიდან ცოტათი გაუჭირდა შეგუება, რადგან არ სურდა ასეთ სახიფათო სპორტში ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა ძალიან ამაყობს ჩემით.

თქვენი პირველი დიდი წარმატება 2015 წლის თბილისის ოლიმპიურ ფესტივალზე მოპოვებული ოქროს მედალი იყო. საკუთარ კედლებში ჩატარებულ ტურნირზე დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხი ხომ არ იყო თქვენზე თუ პირიქით, მეტ მოტივაციას გძენდათ?

– რადგან თბილისში ტარდებოდა, ცოტა დაძაბული ვიყავი. არ მსურდა საქართველოში წამეგო და ჩემი გულშემატკივარი გამეწბილებინა. ეს ჩემი პირველი ტურნირი იყო და საქართველოში მოპოვებულმა ტურნირმა მომავალი წარმატებისკენ უფრო დიდი სტიმული მომცა.

ახლა, უკვე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობაზე გკითხავთ.  თქვენ ქართული სპორტის ისტორია დაწერეთ და პირველი ქართველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდით. როგორ შეაფასებდით ამ ორ ტურნირს? 

-რა თქმა უნდა დადებითად შევაფასებდი. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობა როგორ შეიძლება ცუდად შეაფასო?! განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატი რუსეთში მოვიგე და რუსეთში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერე.

მაგრამ მე პირადად, ჩემი თავით არასდროს ვარ კმაყოფილი და ყოველთვის მეტს ვითხოვ.

-ბოლოს, რომ არა ძიუდო ვინ იქნებოდა ეთერ ლიპარტელიანი?

-რომ არა ძიუდო, ალბათ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვიქნებოდი, რომელსაც არც მიზანი ექნებოდა. უბრალოდ იცხოვრებდა იმისითვის, რომ ეარსება.

 

 

1 კომენტარი

  1. ეხლა არ აღორძინდა ქალთა ძიუდო, 1985 წლიდან არსებობს და საკმაოდ შედეგებსაც აღწევდნენ. ჯერ ვართ კიდევ ძველი თაობის ძიუდოისტები, უბრალოდ გული გვტკივა,არავინ არაფერი არიცის და ვინც იცის ისინი დადუმებულები არიან! ეთოს წარმატებებს ვუსურვებ, მართლაც მაგარი გოგოა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ