პსჟ-ს თავადაც შეძლებია ქამბექები. კარგი საფეხბურთო საღამო მადრიდში

0
11

მადრიდის რეალმა პსჟ-ს თან ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და უხვგოლიან ფრეს დასჯერდა.2:2 ამ ოთხიდან გუნდებმა სამი გოლი ბოლო ათ წუთში გაიტანეს და შეიძლება ითქვას, რომ  გულშემატკივარმა ნამდვილი ფეხბურთი, მხოლოდ ბოლო წუთებში იხილა.

საწყის წუთებში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ პარიზელებს თამაში არ სურდათ და უგოლო ფრეზეც არ იტყოდნენ უარს. დიდად არც რეალი იკლავდა შეტევით თავს, მაგრამ ზიდანის ბიჭებმა მაინც გაიტანეს. ედენ აზარმა მოედნის ცენტრში პარიზელებს თავბრუ დაახვია და ფედერიკო ვალვერდეს მიაწოდა ბურთი, რომელმაც კარვახალი მოძებნა. ესპანელის პასის შემდეგ, ისკო ურტყამდა კეილორ ნავასის კარის მიმართულებით და პსჟ ძელმა იხსნა, მაგრამ ძელიდან ასხლეტილი ბურთი კარიმ ბენზემას მიუვიდა და ფრანგმა შემტევმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი მესამე გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ, თამაში გაიხსნა და ორივე გუნდის კართან რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შეიქმნა. პარიზელთაგან კეილორ ნავასი უნდა გამოვყოთ, რომელმაც რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. საპირისპიროდ, ტიბო კურტუა ვერ იყო დამაჯერებელი. ჯერ ორი ბურთი არცთუ კარგად მოიგერა, შემდეგ პენალტი „აიკიდა” და გააგდეს კიდეც, მაგრამ ვიდეო რეფერთან კონსულტაციის შემდეგ, მსაჯმა ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. პენალტი, წითელი ბარათი გააუქმა და მადრიდელებს ორი წუთის წინანდელი ჯარიმა დაუბრუნა.

მეორე ნახევარში პსჟ-ს შემადგენლობაში ხანგრძლლივი პაუზის შემდეგ, ნეიმარი გამოჩნდა. ბრაზილიელი ტრადიცულად ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ ეს ის ნეიმარი არ იყო. დღევანდელ თამაშში მისგან მოედანზე „კოტრიალი” უფრო დაგვამახსოვრდა, ვიდრე რაიმე ღირებული.

როგორც ჩანს, ფეხბურთელები თამაშის ხასიათზე ბოლო ათ წუთში მოვიდნენ და გულშემატკივარმაც ბოლოსკენ ნამდვილი, სასიამოვნო ფეხბურთი ხილა. მარსელოს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ყველას კარიმ ბენზემამ დაასწრო და უძლიერესი თავური დარტყმით მეორე გაუტანა კეილორ ნავასს.

ბენზემას გოლის შემდეგ, პსჟ განწირულად ჩანდა, მაგრამ მალევე  კილიან მბაპეს სწრაფი კონტრშეტევა და რაფაელ ვარანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მალევე კი, პაოლო სარაბიამ  უძლიერესი გასროლით შანსი არ დაუტოვა ტიბო კურტუას.

საბოლოოდ, ფრე 2:2. პსჟ-მ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. რეალი კი, მეორეა

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ